geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 30 სექტემბერს გამართავს მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მეშვიდე სამეცნიერო კონფერენციას.

 

იმუშავებს შემდეგი სექციები:

თარგმანი, ლიტერატურული ურთიერთობები და ლიტერატურათმცოდნეობა

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 10  სექტემბრამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: translation@tsu.ge

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება პლენარულ სხდომაზე – 20 წუთი

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

 

თეზისები მიიღება  ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გთხოვთ, დაიცვათ  თეზისების გაფორმების წესი.

 

თეზისები განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.

 

საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ პირველი კორპუსის 204-ე ოთახი. 

 

თარიღი: 26/07/2021